15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

კალასი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ქველმოქმედება, არამედ ინვესტიცია ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებაში

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკების ყველა კლასტერი, შესაძლოა, ზაფხულისთვის გაიხსნას.

„მინისტრებმა დღეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი განიხილეს. უკრაინამ ყველაზე რთულ ვითარებაში რეფორმების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ახლა არსებობს ახალი იმპულსი და ჩვენ ის უნდა გამოვიყენოთ უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის წინსვლისთვის. ეს ნიშნავს მოლაპარაკების ყველა კლასტერის ზაფხულისთვის გახსნას. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ქველმოქმედება, არამედ ინვესტიცია ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებაში და ასევე ევროკავშირისგან პუტინისთვის მკაფიო გზავნილი, რომ უკრაინის ევროპული მომავალი ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რუსეთისთვის უკრაინის განადგურებაა“, – განაცხადა კალასმა.

ამასთან, ირანთან დაკავშირებით საუბრისას კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი აფართოებს სანქციებს, რათა მოიცვას ის პირები, ვინც პასუხისმგებლები არიან ნავიგაციის თავისუფლების შეზღუდვაზე.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აპარატზეა შეერთებული
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: 26 მაისს ბევრი ადამიანი იქნება და ასევე იქნება პროტესტის გადატვირთვა