17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

კალასი: საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების დაწყებამდე „ევროსკოპის“ კითხვის პასუხად განაცხადა:

_ შავი ზღვის სტრატეგია, რომელიც გასულ წელს შევიმუშავეთ, უკვე არსებობს. ახლა მისი განხორციელების ეტაპზე ვართ. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, შავი ზღვის გარშემო მდებარე სხვადასხვა ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამჟამად სირთულეები გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს – ჩვენი გვსურს ქართველი ხალხის მხარდაჭერა. ასევე გვქონდა მსჯელობა იმაზე, როგორ შეგვიძლია ეს საუკეთესოდ გავაკეთოთ, რათა ქართველმა ხალხმა ევროპის იმედი არ დაკარგოს.

banner
წინა სტატიაშირა ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 14-16 ივლისს? – პროგნოზი რეგიონების მიხედვით
შემდეგი სტატია“მშენებლობის ნებართვები არასწორად იყო გაცემული”- კობახიძე თელავის სტიქიის მიზეზებზე