16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

კალასი: საქართველოს ხალხს აქვს ჩვენი მხარდაჭერა, თუმცა ჩვენს კავშირში არ არის იმათი ადგილი, ვინც რეპრესიებს ატარებს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, საქართველოს ხალხს აქვს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა, თუმცა ვინც რეპრესიებს ატარებს, ევროკავშირში მათი ადგილი არ არის.

„თუ ხელისუფლება თავს ესხმის საკუთარ ხალხს, აჩუმებს ჟურნალისტებს და ზღუდავს თავისუფლებას, ამას მოჰყვება შედეგები. ევროკავშირმა დემოკრატიული უკუსვლის გამო საქართველოს უკვე შეუჩერა დაფინანსება. დღეს ევროპა ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილებას უზღუდავს მათ, ვინც დაკავშირებულია საქართველოს რეპრესიულ ხელისუფლებასთან, მათ შორის ქართველ დიპლომატებს. საქართველოს ხალხს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა, თუმცა ჩვენს კავშირში არ არის იმათი ადგილი, ვინც რეპრესიებს ატარებს“,_ აცხადებს კაია კალასი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის საგაზაფხულო შეთავაზებები
შემდეგი სტატიამერცი: ირანის ტერიტორიული მთლიანობა უნდა შენარჩუნდეს