13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

კალასი: საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოთქვეს სურვილი, რომ გაძლიერდეს ახლო აღმოსავლეთში საზღვაო მისია

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოთქვეს მკაფიო სურვილი, რომ გაძლიერდეს ახლო აღმოსავლეთში მოქმედი საზღვაო მისია, -ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თუმცა ამ დროისთვის არ არსებობს მზადყოფნა, შეიცვალოს მისიის მანდატი და გავრცელდეს ჰორმუზის სრუტეზე.

„დისკუსიისას აშკარად გამოიკვეთა სურვილი, რომ ოპერაცია გაძლიერდეს, მაგრამ ამ ეტაპზე არ არის განწყობა, შეიცვალოს ოპერაციის მანდატი“, – განაცხადა კალასმა.

banner
წინა სტატიაშიპირველ კლასში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით მომზადებული ცვლილებების განხილვა დაჩქარებული წესით მოხდება
შემდეგი სტატიაავტომობილების განბაჟებასთან დაკავშირებით ცვლილებებს, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს