რუსულმა დარტყმებმა ორ დღეში 80-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე შეიწირა. გარდა ამისა, მან გააძლიერა ჰიბრიდული თავდასხმები ევროპაზე – როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე, ისე ნატოს მოკავშირეებზე,– წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი სოციალურ ქსელში.
,,რუსულ დიზელზე სანქციების შეჩერება მოსკოვს ომის საწარმოებლად მეტ შემოსავალს აძლევს.
ახლა რუსეთზე ზეწოლის შესუსტების დრო არ არის და ევროპა ამას არც იზამს.
ორშაბათს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები გეგმავენ დაამტკიცონ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის საომარი მანქანის წინააღმდეგ მიმართული სანქციების სიის ყველაზე დიდი პაკეტი”,- წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი სოციალურ ქსელში.















