კალასი – ისე არ უნდა მოხდეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყანა მზად იყოს და ჩვენ – არა, ვფიქრობ, 2030 ძალიან შორს არის და უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ

ესტონეთი არის ევროკავშირის გაფართოების მხარდამჭერი. ევროპას როდესაც შევხედავთ, როგორც სხვა რეგიონების კონკურენტს, მივხვდებით, რომ გაფართოება მხოლოდ სარგებელს მოგვცემს, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ესპანეთში, გრანადაში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც კალასმა აღნიშნა, ევროკავშირი თავად უნდა იყოს მზად.

„ესტონეთი არის კარგი მაგალითი, რომ ევროკავშირში გაწევრიანებით ჩვენი კეთილდღეობა გაიზარდა. ასევე ევროკავშირის ინტერესებშია, იმ ქვეყნებმა, რომლებიც არ არიან წევრები, გაატარონ რეფორმები კანონის უზენაესობის სფეროში, გათავისუფლდნენ კორუფციისგან, რაც ეკონომიკისთვის სასარგებლოა. ასე რომ, ჩვენ ვართ ევროკავშირის გაფართოების მხარდამჭერები და ამის შესახებ დღეს ვიმსჯელებთ. არსებობს ორი მხარე. ერთი მხარე არის ის, რომ ევროკავშირი თავად უნდა იყოს მზად და ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რადგან ქვეყნები თუ შეასრულებენ კრიტერიუმებს, მაშინ შევძლოთ მოლაპარაკებების პროცესში წინ წაწევა. ისე არ უნდა მოხდეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყანა იყოს მზად და ჩვენ – ვერა. მგონია, 2030 ძალიან შორსაა და ჩვენ უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენ, მხარე, რომ ვიყოთ მზად. ჩვენ ვუჭერთ მხარს ყველა ქვეყანას, ვისაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ასრულებს საჭირო რეფორმებს ისე, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ. ესტონეთმა გაატარა ძალიან ბევრი რთული რეფორმა და ეს მოითხოვდა ძალიან დიდ ნებას საზოგადოების მხრიდან, მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ, ამიტომ არავინ უნდა ელოდოს შეღავათებს ამ გზაზე“, – აღნიშნა კალასმა.

banner
წინა სტატიაში“მტკიცედ ვუჭერთ მხარს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას” – EU-ის ელჩი კარვების კანონზე
შემდეგი სტატიაორბანი – მიზეზი, რატომაც საქართველომ ვერ მიიღო სტატუსი, არის ლიდერების ეგოიზმი, არ სურთ, მოგცენ ფინანსური რესურსები, ამას შეიძლება, ეწოდოს გაფართოების დაღლილობა, რაც უსამართლობაა