19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

კალასი: ღაზის შეთანხმების წარმატება მხარეების ერთგულებაზეა დამოკიდებული, ისრაელს ტერიტორიის დატოვება მოუწევს

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, ღაზის სექტორში მშვიდობის დამყარების ახალ ინიციატივას მხარდაჭერა გამოუცხადა.

სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში კალასმა აღნიშნა, რომ შეთანხმების წარმატება ყველა ჩართული მხარის სრულ ერთგულებაზეა დამოკიდებული. ევროპელი დიპლომატის შეფასებით, მთავარ გამოწვევად რჩება ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ხოლო პროცესის საბოლოო ეტაპზე ისრაელს ღაზის ტერიტორიის სრულად დატოვება მოუწევს. მან ასევე დაამატა, რომ ევროკავშირი მზადაა აქტიურად ჩაერთოს და მხარი დაუჭიროს სამშვიდობო პროცესის შემდგომ ეტაპებს.

განცხადებას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება, რომლის თანახმად, მისმა „მშვიდობის საბჭომ“ მიაღწია შეთანხმებას „ჰამასისა“ და სხვა შეიარაღებული დაჯგუფებების განიარაღების შესახებ. თუმცა, ამ ეტაპზე ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება, რამდენად იზიარებენ შეთანხმების დეტალებს უშუალოდ ისრაელი და „ჰამასი“.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ ომში 50 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა 400 000-მდე სამხედრო
შემდეგი სტატიამაკა ბოჭორიშვილი: ნაურუს მიერ აღიარების გაუქმება ქართული დიპლომატიის მნიშვნელოვანი შედეგია