8.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026
banner

კალასი: G20-ის სამიტზე პუტინის მონაწილეობა ომის დანაშაულების ნორმალიზების რისკს ქმნის

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ დეკემბერში მაიამიში „დიდი ოცეულის“ სამიტში ვლადიმერ პუტინის სავარაუდო მონაწილეობამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საერთაშორისო ფორუმებზე რუსეთის დაბლოკვის ლეგიტიმაციას.

„ეს ქმნის ყოველდღიურად ჩადენილი ომის დანაშაულების ნორმალიზების რისკს“, – აღნიშნა ევროპელმა დიპლომატმა.

რაც შეეხება აშშ-ში G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მონაწილეობას, კალასმა განაცხადა, რომ ლავროვმა არ გამოავლინა მზადყოფნა მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის.

კალასის თქმით, რუსეთს მშვიდობა მართლა რომ სურდეს, უპირველეს ყოვლისა, შეწყვეტდა თავდასხმებს, რომლებსაც მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება.

banner
წინა სტატიაშისანდრო ბაზაძე ფარიკაობაში “მასტერსის” ჩემპიონია
შემდეგი სტატიანანა ზარდიაშვილი: უბისას ფრესკები ყოველდღიურად ნადგურდება