ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროპას სწრაფად გადაიარაღება სჭირდება.
„რაც შეეხება სწავლებას, წევრმა ქვეყნებმა EUMAM-ის სტრატეგიული გადახედვის პირველი ნაბიჯი შეათანხმეს და უკრაინისთვის ჩვენი მისია კიდევ ორი წლით გახანგრძლივდა“, – განაცხადა კალასმა.
კალასმა ევროკავშირის გადაიარაღების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპამ თავდაცვითი მზადყოფნა სწრაფად უნდა გააძლიეროს.
„ევროპას სწრაფად გადაიარაღება სჭირდება, რათა 2030 წლისთვის დასახულ მიზანს მივაღწიოთ. ევროპას თავდაცვითი ინვესტიციების, ინდუსტრიული შესაძლებლობებისა და ინოვაციების ფარგლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები სჭირდება“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.








