ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა კაია კალასმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს „სახიფათო“ უწოდა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა.
“ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები სახიფათოა.
ირანის რეჟიმმა ათასობით ადამიანი იმსხვერპლა. მისი ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული პროგრამები, ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერასთან ერთად, სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას. ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დააწესა და მხარი დაუჭირა დიპლომატიურ გადაწყვეტილებებს, მათ შორის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით.
მე ვესაუბრე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ საარს და რეგიონში მოქმედ სხვა მინისტრებს. ევროკავშირი ასევე მჭიდრო კოორდინაციაშია არაბ პარტნიორებთან დიპლომატიური გზების შესასწავლად.
პრიორიტეტულია მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი. ჩვენი საკონსულო ქსელი სრულად არის ჩართული ევროკავშირის მოქალაქეების გამგზავრების ხელშეწყობაში. რეგიონიდან ევროკავშირის არასაჭირო პერსონალი გაჰყავთ.
ჩვენი Aspides-ის საზღვაო მისია წითელ ზღვაში მაღალი მზადყოფნის მდგომარეობაში რჩება და მზადაა, საზღვაო დერეფნის გახსნილობა შეინარჩუნოს”,_ წერს კაია კალასი სოციალურ ქსელში.

















