კალაშოვის საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო

მოსკოვში სასამართლოების პრეზიდიუმმა ქვემო ინსტანციის სასამართლოების დადგენილება, დაკავებულ ზაქარია კალაშოვისთვის (შაქრო მალადოის) პატიმრობის ვადის გაგრძელებისა და მისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ არაკანონიერად ცნო – 18 მაისს რუსული “ინტერფაქსი” ავრცელებს. მოსკოვის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის დადგენილებით, ზაქარია კალაშოვის საქმის ხელახალი განხილვა დაიწყება. პრეზიდიუმს მოსკოვის პროკურორის მოადგილემ ვლადიმირ ვედერნიკოვმა მიმართა. მისი თქმით, კალაშოვისა და საქმის სხვა ფიგურანტების ბრალდება სხვადასხვა ფაბულას შეიცავს.

29 მარტს მოსკოვის ნიკულინის რაიონულმა სასამართლომ კალაშოვს 9 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშირუსთავში 10 წლის ბიჭი მე – 5 სართულიდან გადმოვარდა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ამ თავისუფალმა გამონათქვამმა, ეს განცხადებაც არ იყო, თავისი პირველი, უარყოფითი შედეგი უკვე გამოიღო