კალანდიას მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობის ეპიზოდში სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, მიხეილ კალანდიას მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობის ეპიზოდში სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა.

ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომელსაც კალანდიას ადვოკატი არ ეთანხმებოდა და აცხადებდა, რომ ის ხარვეზებით იყო წარმოდგენილი, მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძემ დააკმაყოფილა.

კალანდიას ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურა, კალანდიასგან, მენაბდის წინააღმდეგ ჩვენების მიღებას ცდილობს და არ გამორიცხავს, რომ ეს მოთხოვნა დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგეს.

banner
წინა სტატიაშიბითაძე: შენობების ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციას არანაირი კავშირი არ აქვს ბინების გაყიდვის პროცესთან
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია აშშ-ში ადამ კინზინგერს შეხვდა.