კალანდია: ჩემს შვილს არ გავაწირინებ, ბევრი შეეწირება მთავრობიდან, შსს-დან, პროკურატურიდან

“ქალაქის პროკურორი გამოდიოდა და ამტკიცებდა, რომ ჩემი შვილი უდანაშაულო იყო. ახლა გახდა დამნაშავე და ქვეყნის დამაქცეველი? ასე არ გავჩერდები. ჩემს შვილს არავის გავაწირინებ! ბრძოლას ვაპირებ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში და ამას ასე არ დავტოვებ! ბევრი შეეწირება როგორც მთავრობიდან, ისე, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ისე პროკურატურიდან! თუ ჩემი შვილი დამნაშავე იყო და ამდენი ხნის მანძილზე ხელს აფარებდნენ, ამდენი ხანი ინახავდნენ, თვითონაც დამნაშავეები არიან, ხომ? – პროკურატურიდან დაწყებული, შინაგან საქმეთა სამინისტროთი, პარლამენტით დამთავრებული, წელიწადნახევარი ამტკიცებდნენ, ქვას აგდებდნენ, თავს უშვერდნენ, რომ ჩემი შვილი უდანაშაულო იყო. თავიანთი უნიათობით ფაქტები რომ ვერ შეკრიბეს, იოლი გამოსავალი მოძებნეს, რომ ჩემი შვილი გაწირონ და ჩემი ოჯახი ბოლომდე გაანადგურონ! ახლა არჩევნები მოდის და ხალხის მოსყიდვა უნდათ, რომ სამართალი აღსდგა. რომელ სამართალზეა საუბარი? უდანაშაულო ადამიანს იჭერენ ციხეში ”

ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას მამის მტკიცებით, სასურველი ჩვენების მისაცემად მას და მის შვილებს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თენგიზ კალანდია ამბობს, რომ შეუძლია პოლიციელების ამოცნობა და მათი სახელებიც იცის, თუმცა,
“ამის დრო დღეს არ არის და აუცილებლად მოვა”. მისი აზრით, როგორც კი სახელებს იტყვის, მას და მის უფროს შვილს, ლუკა კალანდიასაც დააკავებენ. ასევე, მათთან ერთად დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულ კიდევ ორ ადამიანს.

banner
წინა სტატიაშიმიუხედავად ადვოკატების მოთხოვნისა, მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხი მინისტრთა კომიტეტმა საერთოდ არ განიხილა – იუსტიციის სამინისტრო
შემდეგი სტატიაშსს-ში განმარტავენ, რომ ცივ იარაღზე მომზადებული რეგულაციები საოჯახო, სასოფლო-სამეურნეო და სახელოვნებო დანიშნულების ცივ იარაღს არ შეეხება