ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, 4 მუნიციპალიტეტში ჩატარებული შუალედური არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და კონკურენტულ გარემოში მიმდინარეობდა.
სპეციალურ ბრიფინგზე კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სრული დაცვით წარიმართა და ამომრჩეველს საკუთარი არჩევანის თავისუფლად დაფიქსირების შესაძლებლობა ჰქონდა.
ცესკოს მონაცემებით, შუალედურ არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო აქტივობამ 51.6% შეადგინა.








