ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ის არ იზიარებს იმ პოზიციას, რომ სამინისტრო “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს ასაიდუმლოებს.
როგორც კალაძემ აღნიშნა ყველა შეხვედრასთან დაკავშირებით მისმა უწყებამ განცხადება გააკეთა.
“ჯერ-ჯერობით შეთანხმება არ არის მიღწეული. სამუშაო შეხვედრების შედეგად, რომელიც რამდენჯერმე შედგა, რეზულტატი არ დამდგარა. როდესაც გარკვეული შეთანხმება შედგება, ყველასთვის იქნება ცნობილი “, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
მისი თქმით, საუბარია “გაზპრომთან” ახალ, ერთწლიან ხელშეკრულებაზე, სადაც ტრანზიტის 10%-იანი მოცულობის წილის ნაცვლად, ფულად ანაზღაურებაზეა საუბარი.