კალაძის სიძე „ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდა?!

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ია ქვლივიძემ სოციალურ ქსელში სკანდალური სტატუსიგამოაქვეყნა:
„ველი, ბატონი დიმიტრი სამხარაძის პასუხს! მისი თანამებრძოლის (თანამშრომლის) პაატა აბულაძის სტატუსთან დაკავშირებით?! (ცნობისათვის, პაატა აბულაძე გახლავთ კახი კალაძის დის ქმარი. აბა ახლა წავიდა რეგიონალურ ოფისებში რეკვა და დავალების მიცემა, როგორ და რა ფორმით მლანძღოთ. თუ ნაცების ,,გაპრავება” გნებავთ მათ რიგებშიც ეძებეთ მხოლოდ ღირსეულები…!!! არ ვაპირებთ ჩვენ, თვალის დახუჭვას, არა !!!“
საქმე ის გახლავთ, რომ თბილისის მერის სიძემ, პაატა აბულაძემ გამოაქვეყნა კლიპი: “შეგვინდე უფალო და დაგვაბრუნებინე დაკარგული ქვეყანა”, სადაც სასულიერო და საერო პირები გალობით მიმართავენ უფალს. აბულაძის სტატუსი, რაც ამ კლიპს თან ახლავს, აიტაცა “ქართული ოცნების” იმ წევრებმა და დამფუძნებლებმა, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა დაუპირისპირდნენ “ქართული ოცნების” რეგიონალური სამსახურის უფროსს და პარლამენტის წევრს, დიტო სამხარაძეს. გთავაზობთ სამხარაძისგან “განდგომილის” კახა კალაძის სიძის, პაატა აბულაძის სტატუსს:
„გულნატკენო ოცნების და საქართველოს ჯარისკაცებო!!! მინდა იცოდეთ ერთი წუთითაც არ მიმიტოვებიხართ!!! ჩემს აზრებში ზოგს რითაც შემეძოლო იმით, სულ მჯეროდა , რომ სიტუაცია შეიცვლებოდა შიგნით ცვლილებებთან ერთად, ” აბა გაიხსენეთ რომ ვხდებოდით რამე რომ იცვლებოდა შიგნით , აი ეხლა გვეშველა და ჩვენ დაგვაფასებენ” მაგრამ რაც უფრო დრო გადიოდა მით უფორო გვშორდებოდნენ. უფრო მეტიც ვეღარ გვიტანდნენ, იქ ოფისში ერთი, ჰაა ორი ვისაც უხაროდა ჩემი დანახვა, უნდა გენახათ როგორ ვერ მიტანდნენ. დავბოდიალობდი ამ სართულებზე და 3-4 ადამიანის გარდა არავის აღარ ვიცნობდი, ანუ 2012-ი წლიდან წყვეტა არ მქონია “2 თვის გარდა” და 2018 წელს ოფისში ხალხს ვეღარ ვიცნობდი, რატომ ვხსნი ამდენს, როცა რაღაცას მთხოვდით, ვინმესთან მივსულიყავი, რომ დაგხმარებოდათ ზუსტად ის ვერ მიტანდა და სულ რომ სურვილი ჰქონოდა დახმარების ჩემი ფაქტორის გამო არ დაგეხმარებოდათ და მიხდებოდა მესამე პიროვნების პოვნა. ჩამოვჯდებოდი სართულის კიბებზე და გაგიხსენებდით, ვიხსენებდი იმ სასწაულ წლებს, “ისე როგორ იყო მიშამ სამშენებლო ნარჩენები რომ დაგვიყარა კარებთან, რა დებილი იყო ის საწყალი ” ხო ის თუ გახსოვთ ტაქსს რომ გამოვიძახებდით და არ მოდიოდაა.
ბრახ და რომ დავბრუნდებოდი რეალობაში და ამ სახებს დავინახავდი დეპრესია, აგრესია. რა ხვეწნა რა მუდარა რა გაფრთხილება , არ შეხოთ ქართულ ტრადიციას ნუ ეთამაშებით ქართულ გენეტიკას!!! ნუ ეძახით ქართულ პატრიოტიზმს ფაშისტებს და ბნელებს!!! აპა, გაგიგონია პირიქით თუ სადმე ვინმე ტელევიზორში რამე ტრადიციულს იტყოდა, მემასხრებოდნენ ” ეე პაატა შენებიო” ეს ყველაფერი გუბდებოდა და რომ დავინახე, იქ ჩემი ყოფნით უკვე ვერაფერს ვეღარ დაგეხმარებოდით, თქვენ კი არა ჩემს თავს ვეღარ ვეხმარებოდი, თან ეს დიდგორის დღესთან დაკავშირებით დავინახე რა განწყობაც ჰქონდათ, დავსვი წერტილი და აწი განახებთ რა არის ოცნების ჯარისკაცი!!! რაც მოხდა და რა დღეშიც ჩავარდნენ კი ნახეთ. ” არა და რა იციან, მე თქვენთან შედარებით რომ პაიკი ვარ” ახლა რომ დაინახეს თქვენი რეაქცია, ხო ნუ ნუ ნუ ხვდებით ხო. ასევე მინდა ჯიგრებო ერთი ძაან მაგარი ფაქტი გითხრათ. გუშინ წინ უცნობი მირეკავს ფეისბუკის საშუალებით. ვხედავ 13_14 წლის ბავშვს, რა იყო შვილო რომელი ხარ? ერთი წუთითო და შეატრიალა კამერა და რას ვხედავ? ამერიკაში ოცნების ჯარისკაცები 20 ადამიანი შეკრებილან და იქ იყო ლოცვები და გახსენებები, შენი სულის ბღავილი ამერიკაში ჩამოვიდაო. მოკლედ , ჯიგრებო მაგათმა იკითხონ რა ხალხი დაკარგეს, თორე ჩვენ, მარადიული ხალხი ვართ და ბოლოს, ჩვენი საქართველო კიდე აი ამ კლიპშია, სად თქვენ ხართ და მეც დაგიბრუნდით ღირსეულად!!!”

წყარო: „ალია“

პ.ს. როდესაც „თაიმერმა“ გამოაქვეყნა რამდენიმე სტატია, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლები და წევრები დიტო სამხარაძეს ბრალს სდებდნენ, „თაიმერის“ წინააღმდეგ ამოქმედდა სრულიად ე.წ. „ნამდვილების“ ლაშქარი. ათასი სიბინძურე იკადრეს რედაქციის წინააღმდეგ. საინტერესოა, ამჯერად რა ხერხებით გაილაშქრებიან სამხარაძე და მისი „ნამდვილები“ პაატა აბულაძის წინააღმდეგ. ფაქტია – აბულაძე ამბობს, ეთანხმება კალაძე! დაველოდოთ საინტერესო გაგრძელებას.

banner
წინა სტატიაშისასტუმრო „ველმონდი“ (ლეოგრანდი) მუშაობას დღეს შეწყვეტს-სასამართლოს გადაწყვეტილება
შემდეგი სტატია,,ბანკების „შავ სიაში“ მყოფი მოქალაქეების საკითხზე შემოდგომაზე საინტერესო წინადადები იქნება წარმოდგენილი