კალაძის პირველი დღე მერიაში

კახა კალაძე თბილისის მერის უფლებამოსილების განხორცილებას შეუდგა.

“მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმას, რომ დედაქალაქის არჩეული მერი ვარ. კარგად მაქვს გაცნობიერებული, რამხელა პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი, რამდენია გასაკეთებელი, სამუშაო. გუნდთან ერთად, ამ ადამიანებთან ერთად შევძლებთ პრობლემების მოგვარებას”, – აღნიშნა მან.

კახა კალაძე საკუთარ გუნდს 15:00 საათზე წარადგენს.

ვიცე მერის პოსტს სავარაუდოდ ირაკლი ხმალაძე დაიკავებს, მოადგილე სავარაუდოდ მაია ბითაძე იქნება. არაოფიციალურად სახელდებიან ლაშა კვანტალიანი და თემურ ბოლოთაშვილი. ისინი საარჩევნო შტაბის წევრები იყვნენ და პროგრამაზე მუშაობდნენ.

ირაკლი ხმალაძე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო, მაია ბითაძე – გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, ლაშა კვანტალიანი იურისტია, თემურ ბოლოთაშვილი – მშენებლობის და სივრცითი მოწყობის ექსპერტი.

კახა კალაძე საკადრო ცვლილებებს, ატესტაციას და რამდენიმე სამსახურის გაუქმებას გეგმავს.

უფლებამოსილება შეუწყდა 12-ივე სამსახურის ხელმძღვანელს და 10-ივე რაიონის გამგებელს.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში ერთ-ერთ სამორინეში 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა