“კალაძეს ვურჩევდი ნუ დაემსგავსება წინა ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს, მაპ-ზე უკეთესი მივიღეთო რომ გვიმტკიცებდნენ”-ხუხაშვილი

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

კალაძის განცხადებები უფრო პოპულისტურია, ვიდრე ის რეალობა, რომელშიც ვართ – ასე ეხმაურებიან ექსპერტები ვიცე-პრემიერის ბრალდებებს.

მათი მტკიცებით, გაზპრომთან დადებული ხელშეკრულება საქართველოსთვის კაპიტულანტური და ეკონომიკურად წამგებიანია.

სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ პოპულიზმში მათი დადანაშაულება აბსურდულია, რადგან მათი მოთხოვნა დოკუმენტის შინაარსის გასაჯაროების შესახებ ლეგიტიმურია.

„ეკონომიკურად რომ წავაგეთ აქ ორი აზრი არ არის, ფინანსურად ეს არის უარესი პირობები ვიდრე გვქონდა. კალაძეს ვურჩევდი ნუ დაემსგავსება წინა ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს, მაპ-ზე უკეთესი მივიღეთო რომ გვიმტკიცებდნენ. სინამდვილეში რა თქმა უნდა ეს ასე არ არის.

“პოპულიზმს რაც შეეხება მე ვფიქრობ მისი განცხადებები უფრო პოპულისტურია ვიდრე ის რეალობა რის წინაშეც ვდგავართ,“-განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “ნებისმიერ თემაზე აჟიოტაჟისა და ისტერიის ატეხვა ემსახურება ერთადერთ მიზანს, მიიქციონ ყურადღება, დაიწერონ პოლიტიკური ქულები, ან მიიღონ სხვა ბენეფიტები მსგავსი პოპულისტური განცხადებებით.”

banner
წინა სტატიაშიაჭარაში ნათლისღების დღესასწაული ტრადიციულად, ზღვაში შესვლით აღნიშნეს
შემდეგი სტატია“მოვიდეს პარლამენტში და აგვიხსნას, როგორ არის პოპულიზმი ამაზე შეშფოთება” – ბოკერია კალძის განცხადებას პასუხობს