“კალაძეს არა მარტო თანამდებობას დაატოვებინებენ… არ გამოვრიცხავ, რომ მოკლან”

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას განცხადებით საქართველოს მთავრობას „გაზპრომსა“ და „სოკარს“ შორის მიმდინარე პროცესების მიღმა კორუფციული სქემა იმალება. აღნიშნული განცხადება კუკავამ გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში გააკეთა:
„მას შემდეგ, რაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, არაერთხელ დაიბეჭდა, რომ იგი აშანტაჟებდა „სოკარს“ , აზერბაიჯანის მთავრობას და სთხოვდა, რომ „სოკარ ჯორჯიას“ 49% გადაფორმებულიყო მის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილზე, რაზეც მიიღო უარი და რის შემდეგაც დაიწყო შანტაჟი. კახა კალაძის საშუალებით დაიწყო ივანიშვილმა ომი და შანტაჟის საშულებით ითხოვს „სოკარისგან“ წილს. ეს არის ვითომ ამ პოლიტიკური აურზაურის თემა. დღეს არის ომი იმაზე ვინ მიიღებს გაზის ტრანზიტით შავ ფულს.“- აცხადებს კუკავა.

კუკავა ენერგეტიკის მინისტრის ბიზნესსაქმიანობაზეც საუბრობს, მისი თქმით შავ სამყაროსთან მისი ბიზნესმოლაპარაკებების გამო კალაძე შესაძლოა არა მარტო თანამდებობა დაატოვებინონ, არამედ არ არის გამორიცხული რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას, უარეს შემთხვევაში კი შესაძლოა მასზე ფიზიკური ანგარისშწორებაც განხორციელდეს:

„კალაძეს არა მარტო თანამდებობას დაატოვებინებენ, არ გამოვრიცხავ მასზე აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, უარეს შემთხვევაში შეიძლება მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება ვნახოთ, რადგან , როცა უმაღლესი თანამდებობის პირი ერთვება შავ სამყაროსთან ბიზნესმოლაპარაკებებში, მათ, როგორც წესი ცოცხალი მოწმეები არ უყვართ, როცა საქმე ვარდება და იშიფრება“- აღნიშნავს კუკავა.

 

წყარო: „კვირის ქრონიკა“

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი საქართველოში ევროკავშირის ელჩს იანოშ ჰერმანს შეხვდა
შემდეგი სტატია“უახლოეს პროცესებზე კიდევ ერთხელ გამოვლინდება, რომ ე.წ. კაბელების საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია”