კალაძემ საკუთარ ძმაკაცს 16 მილიონი ლარის ქონება გადასცა ერთ ლარად – ხაბეიშვილი

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერს ახალ კორუფციული გარიგებაში ადანაშაულებს. ხაბეიშვილის ინფორმცაიით, თბილისის მერმა მისი თანაპარტიელის კომპანიას დაახლოებით 16 მილიონის ქონება ერთ ლარად გადასცა. საუბარია, ვარკეთილში მდებარე ტერიტორიაზე. ხაბეიშვილი ამბობს, ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტში, „ქართული ოცნების“ დეპუტატის ილია წულაიას კომპანიამ “არქიმ” გაიმარჯვა, შესაბამისი დოკუმენტაცია ხაბეიშვილს ხელთ აქვს.

,,გაგიკვირდებათ და აღმოჩნდა, რომ ეს კომპანია არის „ქართული ოცნების“ დეპუტატ,ილია წულაიას, ვგულისხმობ „არქის“. ანუ კახი კალაძემ საკუთარ ძმაკაცს 16 მილიონი ლარის ქონება გადასცა ერთ ლარად. აქ ფაქტობრივად რამდენიმე დღეში მივიღებთ სამშენებლო პოლიგონს. საუბარია იმაზე, რომ ამ 16 მილიონი ლარის ქონებიდან სამი წლის თავზე 5 მილიონი ლარის ქონება უნდა დაუბრუნდეს დედაქალაქის მერიას. კალაძე ყველაფრიდან გაჭირვებული ადამიანების ხარჯზეც კი შოულობს დამატებით მილიონობით ლარს. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, როცა საუბარია იმაზე, რომ ვიღაცას დააკმაყოფილებენ, ეს მიწის ნაკვეთი რეალურად რომ გაეყიდათ და არა ერთ ლარად გადაეცათ დღესვე შეიძლებოდა არა 100-150 ოჯახის, არამედ სამჯერ უფრო მეტი ოჯახის დაკმაყოფილება,“-აცხადებს საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” ლევან ხაბეიშვილი.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი : ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტების პროგრამისთვის გამოყოფილი 20 მილიონიდან, გასულ თვეებში ერთი მილიონიც ვერ აითვისა
შემდეგი სტატიააქცია ცენტრალურ ავტობანზე – ქარელის გადასახვევთან მოსახლეობა გარე ვაჭრობის აკრძალვას აპროტესტებს