კალაძემ მერიის სხომაზე “ქართუს” ვალების ჩამოწერისთვის მადლობა გადაუხადა

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისი მერმა “ქართუს” მადლობა გადაუხადა და საბანკო დავალიანებების ჩამოწერაზე ისაუბრა

“ძალიან დიდი მადლობა ფონდ „ქართუს“, რომ 600 ათასზე მეტ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა, ახალი წლიდან ახალი ცხოვრებით იცხოვროს” – განაცხადა კალაძემ

თბილისის მერმა პოლიტიკური ოპონენტებიც გააკრიტიკა:

„როდესაც მათ გაიგეს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვემუშავებოდით ბანკებს და სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებს. წინა დღეს, ვიდრე ჩვენ ამას გავაცხადებდით, გამოვიდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ სასწრაფოდ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანებს შეუმსუბუქოთ ცხოვრება. რა თქმა უნდა, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ორშაბათს კეთდებოდა ამასთან დაკავშირებით განცხადება და სურვილი ჰქონდათ პოლიტიკურად ქულები ჩაეწერათ. ეს რა თქმა უნდა, სასაცილო იყო, ეს იყო დადგმული შოუ.

დღეს ჩვენ ვისმენთ რამდენიმე განსხვავებულ პოზიციას და განცხადებებს, პირველ რიგში მათგან ვინც გვეუბნებოდა, რომ სასწრაფოდ მიგვეღო ეს გადაწყვეტილება, დღეს გვეუბნებიან, რომ ეს არის სიცრუე და არაფერი გაკეთებულა. საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს ბანკები ჩამოწერას ყოველწლიურად ახორციელებენ ხოლმე. ესეც ტყუილია. ყველაფერი გასაგებია. მესმის, რომ არჩევნებია და ცდილობენ, ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ” – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა იმ ტექნიკურ მხარეზეც ისაუბრა, თუ რა ვადებში მოხდება ვალების ჩამოწერა მოქალაქეებისთვის.

„3 დეკემბრიდან შესაძლებელი იქნება სპეციალური ვებ გვერდის საშუალებით გადაამოწმონ ინფორმაცია სასესხო დავალიანების შესახებ. რამდენიმე დღეში მოგაწვდით, კონკრეტულად რომელი გვერდი იქნება. ასევე შეუძლიათ მიმართონ საფინანსო ორგანიზაციებს, ვისი ვალიც მართებთ მათ. ვალების ჩამოწერა დაიწყება 15 დეკემბრიდან და სრულად ჩამოიწერება 31 დეკემბრის ჩათვლით. ვის უშლის ხელს დღეს 600 000 მოქალაქის პრობლემის მოგვარება, მითუმეტეს, რომ ამისთვის ერთი თეთრი არ გადის ბიუჯეტიდან? რა აკლდებათ იმ ადამიანებს, ვინც აგრესიულ ოპონირებას უწევს ხელისუფლებას ამ ინიციატივის გამო? – გასაგებია ალბათ რაც აწუხებთ მათ, თუმცა ამით არაფერი იცვლება.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ბანკებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ პროცესში. ძალიან დიდი მადლობა ფონდ „ქართუს“, რომ 600 ათასზე მეტ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა, ახალი წლიდან ახალი ცხოვრებით იცხოვროს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისის ბიუჯეტი – ოპოზიციის ბრალდებებს “ოცნებში” პასუხობენ
შემდეგი სტატიაინფორმაცია ყალბი პირადობის მოწმობების ბეჭდვაზე – ეკა გიგაური პროკურატურაში მივიდა