კალაძე:ჩვენ ევროკავშირის ელჩი დაგვამახსოვრდა არჩევნებში პირდაპირი ჩარევით, მისი განცხადებებით

ევროკავშირის ელჩი არ იყო, რომელიც პირდაპირ გვეუბნებოდა, რომ შეჩერებულია მოლაპარაკებების გახსნის პროცესიო და რა ვიცი, გუშინდელი განცხადება რატომ გახდა პრობლემა?! – ხომ ამბობენ, რომ ჩვენ რუსულ საქმეს ვაკეთებთ – რომ გახსნან მოლაპარაკება და ჩვენ არ დავეთანხმოთ, ეს ხომ რუსული საქმე იქნება, აბა, სინჯონ, გააკეთონ, გადადგან ნაბიჯი და გახსნან მოლაპარაკება! ევროკავშირშიც მიგვიღონ, აბა! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. ის ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის არჩევნებში პირდაპირი ჩარევის გამო დაამახსოვრდებათ.

„ჩვენ ევროკავშირის ელჩი დაგვამახსოვრდა არჩევნებში პირდაპირი ჩარევით, მისი განცხადებებით. ევროკავშირის ელჩი არ იყო, რომელიც პირდაპირ გვეუბნებოდა, რომ შეჩერებულია მოლაპარაკებებიო, მოლაპარაკებების გახსნის პროცესიო და რა ვიცი, გუშინდელი განცხადება რატომ გახდა პრობლემა თუ შეჩერებული იყო დღემდე?! რატომ გახდა გუშინდელი განცხადება პრობლემა არ მესმის! მართლა ვამბობ, თუ რეალურად უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, აქ არ ვართ ?! გახსნან ! რა არის პრობლემა ამაში?! ხომ ამბობენ, რომ ჩვენ რუსულ საქმეს ვაკეთებთ – რომ გახსნან მოლაპარაკება და ჩვენ არ დავეთანხმოთ, ეს ხომ რუსული საქმე იქნება, აბა სინჯონ, გააკეთონ, გადადგან ნაბიჯი და გახსნან მოლაპარაკება! ევროკავშირშიც მიგვიღონ, აბა! თქვენ კოლექტიურ რადიკალებს მოგიწევთ ერთ რამეზე შეგუება, რაც ძალიან მძიმეა თქვენთვის- საქართველო არ არის ტერიტორია, საქართველო არის ჩვენი სამშობლო, სადაც დავიბადეთ, გავიზარდეთ, შესაბამისად, ჩვენი სამშობლო უპირველეს ყოვლისა!“- განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ქვეყანაში რევოლუცია არ და ვერ მოხდება – ეს არის ცრუ პროტესტი
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – აბა, გაბედეთ ევროპაში ან ამერიკაში პოლიციელს ვინმე დაელაპარაკოს ისე, როგორც აქციის ზოგიერთი მონაწილე, ნახეთ, რას უზამენ, ძვლებში დაამტვრევენ