კალაძე – ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს დღეგრძელობას და ჯანმრთელობას საქართველოს საკეთილდღეოდ, დიდია ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე უწმინდესის ღვაწლი

დიდია ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე უწმინდესის ღვაწლი. მისი ავტორიტეტი სცდება საქართველოს ფარგლებს, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში ილია მეორის აღსაყდრებიდან 44 წლისთავთან დაკავშირებით წერს.

„ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 44 წლისთავს.

დიდია ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე უწმინდესის ღვაწლი. მისი ავტორიტეტი სცდება საქართველოს ფარგლებს. ის არის სულგრძელობის, თავმდაბლობის, სიკეთისა და სიყვარულის მაგალითი მთელი ერისთვის.
ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს დღეგრძელობას და ჯანმრთელობას საქართველოს საკეთილდღეოდ“, – წერს კახა კალაძე.

banner
წინა სტატიაშიმინაშვილი – კუჭავა ზომიერ პოლიტიკოსად აღიქმებოდა, უფრო ხისტი პოლიტიკოსი მოიყვანეს პარლამენტის თავმჯდომარედ
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მედპუნქტია გახსნილი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მორიგეობს