კალაძე – ვუყურებდი ზურაბიშვილის წარმომადგენელს პარლამენტში და ამ ადამიანის საცოდაობით დავიწვი

ამ ადამიანის [გიორგი მსხილაძის] საცოდაობით დავიწვი – კითხვაზე, რატომაა კანონი პრობლემური, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის მხრიდან პასუხი იყო: „იმიტომ“. ეს არის საზოგადოების მასხრად აგდების მცდელობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამდენი ხნის განმავლობაში ერთი „დალოცვილი ადამიანი“ ვერ გამოინახა, ვინც ისაუბრებს იმაზე, თუ რატომაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი პრობლემური.

„მე დღეს ასევე ვუყურებდი სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელს პარლამენტში ვეტოსთან დაკავშირებით. აი, არ ვიცი, ამ ადამიანის საცოდაობით დავიწვი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის ნამდვილად შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ. ადამიანი, რომელსაც პრეზიდენტის წარმომადგენელი ჰქვია, მიდის პარლამენტში და ამბობს იმას, რომ აღნიშნული კანონის შინაარსში მე არ ვაპირებ შესვლას და პუნქტობრივ განხილვასო. გაუგებარია უბრალოდ. მე ვფიქრობ, საზოგადოება ხვდება და ხედავს რეალობას, თუ რა ხდება და რასთან გვაქვს საქმე.

კონკრეტულად თქვან, რა არის პრობლემური და რატომ. კითხვაზე, რატომაა პრობლემური, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის მხრიდან პასუხი იყო: „იმიტომ“. ეს არის საზოგადოების მასხრად აგდების მცდელობა. გვითხრან რა არის პრობლემა შინაარსში. ამას ვიძახდით ამდენი ხნის განმავლობაში. წარმოუდგენელია, ამდენი ხნის განმავლობაში ერთი დალოცვილი ადამიანი ვერ გამოინახა, ვინც შეიძლება კონკრეტულად, შინაარსზე ისაუბროს და რატომაა გამჭვირვალობა პრობლემური,“ – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისუბარი – ოპოზიცია ბრიუსელში დარბოდა, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიეღო
შემდეგი სტატიამელია – სალომე ზურაბიშვილმა ისტორიის გადამწყვეტ მომენტში დაიჭირა ქვეყნისა და ხალხის მხარე, იქცა ქვეყანაში ევროპული მომავლის გარანტად