კალაძე – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ გაიმართება

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში არ გაიმართება. არჩევნები გაიმართება მაშინ, როცა ეს კონსტიტუციითა და კანონით არის გაწერილი – 2024 წელს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განუცხადა.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, კალაძის თქმით, მმართველი გუნდი მზადაა საკონსტიტუციო ცვლილებები განახორციელოს.

„საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდება. რა შეთანხმებაც იყო და ამაზე ჩვენ 19 აპრილის ხელშეკრულების გაფორმებამდეც ვსაუბრობდით, ვამბობდით, რომ მზად ვიყავით განგვეხორციელებინა საკონსტიტუციო ცვლილებები, ახლაც მზად ვართ“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში პატიმრობაში მყოფი ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე პატიმრობიდან 14 სექტემბერს, ვადაზე ადრე გათავისუფლდება
შემდეგი სტატიატესტერთა საერთაშორისო დღე GeoSTQB-ის ორგანიზებით, თიბისისა და ჯიტას მხარდაჭერით საქართველოში მეორედ აღინიშნება