კალაძე: უშიშროების სამსახურმა ქვეყანაში უნდა დაიცვას უსაფრთხოება, მოუსმინოს მას, ვინც მოსასმენია, მათ შორის დიპლომატებსაც, თუ ასეა საჭირო

ჭორაობას ხომ არ დავიწყებ, დაველოდოთ გამოძიებას და ამის მიხედვით შესაძლებელი იქნება განმარტებების და კომენტარის გაკეთება. ობიექტური გამოძიება დაწყებულია. შესაბამისად, დაველოდოთ, თუ ვინ, როგორ, რა გააკეთა, რა არის ტყუილი რა არის მართალი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების შედეგად ყველაფერი ცხადი გახდება.

„გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერი გახდება ცხადი, ვის მიერ იქნა ეს გავრცელებული, რა არის აქედან სიმართლე, რა არის ტყუილი და ასე შემდეგ. უშიშროების სამსახური არის იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიცვას უსაფრთხოება, მოუსმინოს მას, ვინც მოსასმენია, კანონის ფარგლებში. ეს ყველა ქვეყანაში ასე ხდება. შესაბამისად, ჩვენი სამსახურიც უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე, აუცილებლად უნდა მოუსმინონ, ვინც სჭირდებათ და მოსასმენია, რა თქმა უნდა ყველაფერი კანონის ფარგლებში. მათ შორის დიპლომატებსაც, თუ ასეა საჭირო“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაზარქუა – მოსმენების თემაზე პოლიტიკური დებატები და იწილო-ბიწილო მეათეხარისხოვანია