კალაძე – უკრაინაში ომის დაუშვებლობა უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი ყველასთვის

უკრაინელები არიან ჩვენი მეგობარი ხალხი და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საფრთხის ქვეშ არ დადგეს უკრაინაში მშვიდობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძე თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, უკრაინაში ომის დაუშვებლობა უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი ყველასთვის.

„უკრაინის მიმართ ჩემი დამოკიდებულება ყველას კარგად მოგეხსენებათ, გარკვეული ურთიერთობები, განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს ამ ქვეყანასთან და ამ მიზეზის გამოც არ შემიძლია, კიდევ ერთხელ არ გამოვხატო ჩემი პოზიცია იმ პროცესების შესახებ, რომელიც უკრაინის გარშემო ვითარდება. უკრაინელები არიან ჩვენი მეგობარი ხალხი და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საფრთხის ქვეშ არ დადგეს უკრაინაში მშვიდობა. უკრაინაში ომის დაუშვებლობა უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი ყველასთვის, ვისაც სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა შეუძლია. ჩვენი ძალისხმევაც აქეთკენაა მიმართული. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ, ვაკათებდით და მომავალშიც გავაკეთებთ. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს“, – განახცადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიემანუელ მაკრონი რუსეთს დესტაბილიზაციის პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაარასრულწლოვან შშმ პირზე ძალადობისთვის დაკავებულ პოლიციელებს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ