5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

კალაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაზე: მნიშვნელოვანია,  რომ იგივე დამოკიდებულება იყოს, რაც ევროპაშია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილება, „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის შესახებ“, დაარეგულირებს იმ საკითხებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აწუხებდა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელებისთვის კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობის აკრძალვასთან დაკავშირებით განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებისადმი  იყოს ისეთივე დამოკიდებულება, რაც  ევროპულ ქვეყნებშია.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ გადაწყვეტილების მიღება. თუნდაც ავიღოთ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც მიდიან სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში, არ არსებობს შანსი, რომ ბინადრობის მოწმობის გარეშე ევროპის რომელიმე სახელმწიფოში მუშაობის დაწყება შეძლონ.

რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია,  რომ იგივე დამოკიდებულება იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისადმი. ვფიქრობ, ის წუხილი, რომელიც ჰქონდა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, აღნიშნული განკარგულებით დარეგულირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“ამათთვის  ყველა არის მტერი, ყველა”- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
შემდეგი სტატიაპროკურატურამ დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა