კალაძე: თუკი იქნება რაიმე გადაცდომა, სახელმწიფოს მხრიდან ამას მოჰყვება შესაბამისი პასუხი

ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, ყველა ადამიანს, აქვს შესაძლებლობა, თავისი მოსაზრება გამოხატოს სხვადასხვა ფორმით, თუკი იქნება რაიმე გადაცდომა, სახელმწიფოს მხრიდან ამას მოჰყვება შესაბამისი პასუხი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის შეფასებით, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ დღეისთვის დაგეგმილი აქცია მათი მხრიდან დესტრუქციული ქმედებების გაგრძელებაა.

„ეს არის იმ დესტრუქციული ქმედებების გაგრძელება, რაც რამდენიმე დღის წინ გვქონდა დაანონსებული. დეტალურად მოვყევით, თუ როგორი იყო ამ დესტრუქციული პოლიტიკური პარტიების გეგმა. რაც შეეხება აქციას, ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის დაცული და ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, ყველა ადამიანს, აქვს შესაძლებლობა, თავისი მოსაზრება გამოხატოს სხვადასხვა ფორმით, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. თუკი იქნება რაიმე გადაცდომა, სახელმწიფოს მხრიდან ამას მოჰყვება შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშითუ ახლა ივანიშვილს პასუხი არ გავეცით, საქართველო, როგორც ქვეყანა, წყვეტს არსებობას – მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიაკახიძე: გრიგოლ ვაშაძეს მეორე ტურში მხარდაჭერას გამოვუცხადებ, თუ განაგრძობს ბრძოლას