კალაძე: თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს და მეტი სიცოცხლე შევა ყველა უბანში

ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქის განვითარება, როგორ წარმოგვიდგენია თბილისი ოთხი წლის შემდეგ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, სადაც თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დებატები იმართება.

კალაძის თქმით, დარწმუნებულია, თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს და მეტი სიცოცხლე შევა ყველა უბანში.

„მოგესალმებით ყველას, მივესალმები ოპონენტებს, დამსწრე საზოგადოებას. განსაკუთრებით მინდა, მივესალმო ჩემს თბილისელებს. მართლაც უმნიშვნელოვანესი არჩევნებია ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც 2 ოქტომბერს გაიმართება. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქის განვითარება, როგორ წარმოგვიდგენია თბილისი ოთხი წლის შემდეგ. რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი საარჩევნო პროგრამა „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“. ასევე დეტალურად დავიწყეთ კონკრეტული მიმართულებების გაშლა. ჩვენი საარჩევნო პროგრამა შედგება ექვსი ძირითადი პოლიტიკისგან. ეს არის ურბანული პოლიტიკა, სატრანსპორტო, გარემოს დაცვის პოლიტიკა. ეს არის სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა, სპორტი. რამდენიმე დღეში მართვის და ეკონომიკის მიმართულებით ჩვენ ხედვებს გავაჟღერებთ. მე დარწმუნებული ვარ, თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს და მეტი სიცოცხლე შევა ყველა უბანში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე ნიკა მელიას-ნახვამდის, სულ კარგად ბრძანდებოდე, მიკროფონი დაგვიტოვე და ისე გადი
შემდეგი სტატიაგახარია: თბილისის მერის არჩევა არ ნიშნავს მხოლოდ თბილისის მერის არჩევას. ეს არის მთელ ქვეყანაში ცვლილებების დასაწყისი