კალაძე სტრატეგია აღმაშენებელზე: არავის მივცემთ შესაძლებლობას, ქალაქი თავზე დაიმხოს

თბილისის მერი კახა კალაძე არასერიოზულს უწოდებს სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენლების განცხადებებს, რომ თბილისის მერი მათ საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელს უშლის.

კალაძის მტკიცებით, ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს შესაძლებლობა, კამპანია პრობლემების გარეშე აწარმოოს, თუმცა მისივე თქმით, კანონის ფარგლებს არავინ უნდა გასცდეს.

“არასერიოზული განცხადებაა არასერიოზული ადამიანებისგან. საარჩევნო კამპანიას რაც შეეხება, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, კამპანია ჩაატაროს ყოველგვარი პრობლემების გარეშე. აქვთ იმის შესაძლებლობა, შეხვდნენ ხალხს, გააცნონ თავიანთი ხედვები, მოსაზრებები ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით და არავინ ხელს არ უშლით. არსებობს კანონები და წესები, რომელიც უნდა დაიცვას ყველამ. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქი თავზე დაიმხონ”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმთაწმინდის რაიონში შვიდი სპორტული მოედანი მოეწყო
შემდეგი სტატიაგიორგი გამსახურდია – მსგავსი მასშტაბის ქველმოქმედება საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, რასაც წლებია ბიძინა ივანიშვილი აკეთებს