კალაძე – სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არჩევნები ჩატარდება 2024 წელს

ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, ჩაატაროს საარჩევნო კამპანია, საზოგადოებას წარუდგინოს საარჩევნო პროგრამა და ეს არ უნდათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც შეეხება ჩანაწერებს, ამას გამოძიება დაადგენს. მე არ ვიცი, ხოჯევანიშვილი იქნება, პეტრე, თუ პავლე. არ აქვს ამას მნიშვნელობა. ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ, საიდან მოდის ეს ყველაფერი“, – აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას გიორგი გახარიას განცხადების შესახებ, რომ რიგგარეშე არჩევნები მაინც ჩატარდება. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ არჩევნები 2024 წელს გაიმართება.

„არჩევნები ჩატარდება 2024 წელს. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. სრული მხარდაჭერა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მის ყველა თანამშრომელს. გამოძიება დაადგენს ყველაფერს. არ მაინტერესებს, გახარია რას ამბობს, ნამდვილად არ არის საინტერესო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიფოთის საპატრულო პოლიციის უფროსი დააკავეს
შემდეგი სტატიაადამიანები ერთმანეთში ძიძგილაობენ ძალიან მსუბუქად – “ოცნების” დეპუტატი