“კალაძე შეეცადა როცა ქალაქის მერი გახდა აეხია ეს ბიზნესი” – “სვეტის” დამფუძნებლის ინტერვიუ დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე

სამშენებელო კომპანია “სვეტის” დამფუძნებელმა გივი ჯიბლაძემ,დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე შაბათის კურიერის ინტერვიუ მისცა, სადაც ის ხელისუფლებას ტერორში და ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს. მისი თქმით, თბილის მერი კახა კალაძე მერად დანიშვნის შემდეგ ცდილობდა, რომ მისთვის ბიზნესი წაერთმია.

“ერთხელ გატაცების მსხვერპლიც გავხდი… კალაძე შეეცადა როცა ქალაქის მერი გახდა აეხია ეს ბიზნესი… ჩვენ ხომ არ ვართ პირველი მაგალითი ან ზაზა ოქუაშვილი … ჩვენი პარტნიორი წავიდა წინააღმდეგი, რომ მე კალაძეს ფულს არ გავაკეთებინებ, აქედან დაიწყო ყველაფერი. ვუყურებდი ომეგა ჯგუფის საქმეს და ბევრ დეტალში ჩემი საქმე მახსენდება” – განაცხადა ჯიბლაძემ შაბათის კურიერთან.

banner
წინა სტატიაშიეგვიპტეში ჩარჩენილი ქართველი მგზავრები დახმარებას ითხოვენ
შემდეგი სტატიათამარ ხულორდავა : შეურაცხყოფა და ნეგატივი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად იქცა