“კალაძე სელფვიდეოებს, რომ გადაიღებს და facebook-ზე დარეკლამდება ამაში ვიხდით მილიონებს”-ოპოზიცია მერიის ბიუჯეტის გაზრდას ეხამურება

დედაქალაქის ბიუჯეტი 917. მლნ ლარამდე იზრდება. ცენტრალურმა ხელისუფლებამ თბილისის მთავრობას დამატებით 10 მლნ. ლარი გამოუყო. აღნიშნული თანხის უდიდესი ნაწილი წესით გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებში უნდა დაიხარჯოს, თუმცა ზრდა არის მაგალითად პიარისა და სარეკლამო მომსახურების მიმართულებითაც.

თბილისის ბიუჯეტში ცვლილებებს უკვე მოჰყვა საკრებულოს ოპოზიციის კრიტიკა. ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილის განცხადებით მერიის ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდა მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება. ხაბეიშვილი ამბობს, რომ ამ ფორმით მოხდება „ოცნების“ საპრეზიდენტო კამპანიის მხარდაჭერა.

„მერიის ადმინისტრაცია იზრდება 1 მილიონი ლარით. ანუ ბიუროკრატია, უფრო მეტი თანამშრომელი იქნება დასაქმებული და შესაბამისად 1 მილიონ ლარს კალაძე დახარჯავს ამ მიმართულებით. ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება რეკლამებში. ანუ კახი კალაძე, რომ სელფ ვიდეოებს გადაიღებს და შემდეგ „ფეისბუქზე“ დარეკლამდეს, აი, ამაში ნახევარი მილიონი ლარით მეტს გადავიხდით ვიდრე ვიხდიდით. ასევე იზრდება კონცერტების და ალა ფურშეტების ხარჯი,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა მინისტრი – ტყეს სჭირდება დაცვა, ის რაც ხორციელდება დღეს სვანეთში, ამ სტრატეგიის ფარგლებშია
შემდეგი სტატიაგუნდურობის შემაშფოთებელი შესუსტება – თეა წულუკიანი პარტიაში ივანიშვილის დაბრუნების წინაპირობებზე საუბრობს