საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ჩინეთთან ურთიერთობები გააღრმაოს, უფრო საინტერესო გახადოს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს ფრანგულ სატელევიზიო არხ LCI-სთან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილის მიერ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე.
„ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა განმარტებები. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით ასეთ ურთიერთობებს. საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ჩინეთთან ურთიერთობები გააღრმაოს, უფრო საინტერესო გახადოს. ამ მიმართულებით ძალიან დიდი რესურსი და შესაძლებლობაა. ყველაფერი უნდა იყოს გამოყენებული, რომ პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.