კალაძე – „სამართლიანი არჩევნები“ არის ორგანიზაცია, რომელსაც იმიჯი ძალიან შეელახა, დიდ სკანდალში გაეხვა

თბილისის მერი კახა კალაძე „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებით მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მათ განცხადებებს არ ენდობა, ვინაიდან აღნიშნულ ორგანიზაციას იმიჯი ძალიან შეელახა.

კალაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ორგანიზაციის ანგარიშის იმ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც საუბარია „სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით მუქარასა და ადმინისტრაციულო რესურსის სავარაუდო გამოყენებაზე“.

კალაძის თქმით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ შესაბამისი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს.

„ფაქტები უნდა დაიდოს. „ისფედი“ არის ორგანიზაცია, რომელსაც იმიჯი ძალიან შეელახა, დიდ სკანდალში გაეხვა, გააყალბა მონაცემები, რომელიც იქნა გამოქვეყნებული. შესაბამისად, ამ განცხადებებს მე არ ვენდობი, თუ რაიმე მტკიცებულებები არ იქნა წარმოდგენილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

წინა სტატიაშიგოცირიძე – ყველა ხედავს, რომ არჩევნები ტარდება ტერორის, მოსყიდვის, მუქარის, ზეწოლისა და მოსმენების ფონზე
შემდეგი სტატიამარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრში სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა