კალაძე – საერთოდ არ არის საინტერესო სააკაშვილი ჩამოვა, თუ არ ჩამოვა

მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არა, მასზეა დამოკიდებული, თუ ჩამოვა ძალიან ბედნიერები ვიქნებით, მას მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებზე, რაც აქვს ჩადენილი, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

„ცხადია, ხალხიც დახვდება, მიესალმება მის ჩამოსვლას და შესაბამისი სამსახურებიც დახვდება. საერთოდ არ არის საინტერესო მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არ ჩამოვა. თუ ეს ასე იქნება, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ შეიცვლება, ქვეყანა გააგრძელებს ცხოვრებას და დაგეგმილია უამრავი პროექტი. თბილისში იქნება აღმშენებლობა, განვითარება, სამუშაო ადგილები, ეს აინტერესებს ხალხს. მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არა, მასზეა დამოკიდებული, თუ ჩამოვა ძალიან ბედნიერები ვიქნებით, მას მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებზე, რაც აქვს ჩადენილი”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი – ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია
შემდეგი სტატიახაზარაძე – 2 ოქტომბერს ძალიან დიდი უმრავლესობით სრულიად ოპოზიცია მოუგებს „ოცნებას“