კალაძე: საარჩევნო გარემო მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

გონი, ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვიყავით მთელი კამპანიის განმავლობაში, ვისაც კონკრეტული გეგმა ჰქონდა გაწერილი – დანარჩენი ყველა საუბრობდა ყველაფერზე, გარდა თბილისსა და თბილისელებზე,- ამის შესახებ დედაქალაქის მოქმედმა მერმა და „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საარჩევნო გარემო, ზოგადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი „ამომრჩევლებს სცემს“.

„საარჩევნო გარემო საერთო ჯამში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ ინციდენტებს და იმას, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი ამომრჩევლებს სცემს, წიხლებს ურტყამს, ფიზიკურად უსწორდება. ეს ძალიან მძიმეა და სამართლებრივი რეაგირება აუცილებლად უნდა მოჰყვეს. სხვა შემთხვევაში მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში, ზოგი ამომრჩეველს კონკრეტული ხედვებითა და პროგრამებით ესაუბრება, ზოგს საერთოდ არაფერი გააჩნია და ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს ურახუნებს. არანაირი ხედვა არ აქვთ იმასთან დაკავშირებით, რა სჭირდება ამ ქალაქს, თბილისელებს, რა გამოწვევები და პრობლემებია. მგონი, ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვიყავით მთელი კამპანიის განმავლობაში, ვისაც კონკრეტული გაწერილი გეგმა ჰქონდა, კონკრეტული პროექტებით, რაიონების, ქუჩების მიხედვით, პროექტების დასახელებით, რომელიც ბიუჯეტშია გაწერილი. დანარჩენი ყველა საუბრობდა ყველაფერზე გარდა თბილისსა და თბილისელებზე“,- განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი გამარჯვება
შემდეგი სტატიამდინარაძე – აქციის მთავარი სლოგანი იქნება, გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე