კალაძე – როგორც ვიცი, ლევან ხაბეიშვილი შოტლანდიაში იყო, იმ პრობლემებს აგვარებდა, რაც საფეხბურთო მატჩის წინ შეიქმნა წვიმის გამო და დაბრუნდა?

როგორც ვიცი, ლევან ხაბეიშვილი შოტლანდიაში იყო, იმ პრობლემებს აგვარებდა, რაც საფეხბურთო მატჩის წინ შეიქმნა წვიმის გამო და დაბრუნებულია? – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რა პოზიცია აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებაზე, რომლის მიხედვით, ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას ამჯერად საერთო სტრატეგიას სთავაზობს.

კახა კალაძემ აღნიშნულ კითხვას სარკაზმით უპასუხა.

„ლევან ხაბეიშვილი დაბრუნდა შოტლანდიიდან? მე როგორც ვიცი, შოტლანდიაში იყო, იმ პრობლემებს აგვარებდა, რაც საფეხბურთო მატჩის წინ შეიქმნა წვიმის გამო და არ ვიცი, დაბრუნებულია? დაბრუნდა? არ ვიცი“- განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – ყველაფერს ვაკეთებთ, რათა 12-პუნქტიანი გზამკვლევი შესრულდეს და არავის არაფერზე სალაპარაკო არ დავუტოვოთ
შემდეგი სტატიაკობახიძე – ვინარჩუნებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან, არ ვაწესებთ სანქციების, მაგრამ საუბარი, რომ საქართველოს ხარჯზე დაძლია რუსეთმა სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკადა, არასწორია