“ისინი არიან მართლა თაღლითები, ვინც ამ სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს… რა მნიშვნელობა აქვს, გინდ სენატორი იყოს, ვინც არ უნდა იყოს”, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე სენატორ ჯიმ რიშის განცხადებას.
სენატის სხდომაზე, სადაც საქართველოში არსებული ვითარება და რუსული კანონი განიხილეს, ჯიმ რიშმა განაცხადა, რომ ოქტომბერში ქართველ ხალხს ექნება საშუალება, “მოიშოროს თაღლითები და მოიპოვოს კონტროლი საკუთარ მომავალზე”.
“ისინი არიან მართლა თაღლითები, ვინც ამ სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს… რა მნიშვნელობა აქვს, გინდ სენატორი იყოს, ვინც არ უნდა იყოს, ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩემს ქვეყანას, ვინც არ უნდა იყოს, ამერიკელი იქნება, ევროპელი, რუსი, ჩინელი, ჩემთვის არის ყველა მტერი, ვინც ჩემს ქვეყანას, ჩემს ქვეყანას უდიერად მოეპყრობა, არის მტერი, არის სამარცხვინო”, – თქვა კალაძემ ჟურნალისტებთან.
მან ასევე გააკრიტიკა განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოში რუსული კანონი მოქმედებს. როგორც ქართული ოცნების სხვა წევრები, კალაძეც ამბობს, რომ ქვეყანაში რუსული კანონები არ მოქმედებს.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სენატორმა ბენ კარდინმა აღნიშნა, რომ უცხოური გავლენის შესახებ კანონი, რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღო, რუსული კანონის მიხედვით არის მოდელირებული.