კალაძე – რა მნიშვნელობა აქვს ჟურნალისტი ძალადობს, ბერი ძალადობს, პოლიტიკოსი თუ რიგითი მოქალაქე

თბილისის მერი კახა კალაძე, 28 აგვისტოს, თავკვეთულას მონასტრის ბერის მხრიდან “ფორმულას” ჟურნალისტზე თავდასხმას გამოეხმაურა და თქვა, რომ ძალადობა “კატეგორიულად მიუღებელია”.

კალაძის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, ძალადობა ფიზიკური იქნება, თუ ფსიქოლოგიური, მის წინააღმდეგ ყველამ ერთად უნდა იბრძოლოს.

“რა მნიშვნელობა აქვს ჟურნალისტი ძალადობს, ბერი ძალადობს, პოლიტიკოსი ძალადობს თუ უბრალოდ რიგითი მოქალაქე. ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი და როგორც ფიზიკურ ძალადობაზე, როგორც ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, ამის წინააღმდეგ უნდა ვიმოქმედოთ ერთად, თუ გვინდა, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ, ვიზრუნოთ მომავალზე, განვითარებაზე სიმშვიდეზე და სტაბილურობაზე”,-თქვა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – 2000-ზე მეტი ოჯახი უკვე დავაკმაყოფილეთ და კიდევ ბევრს დავეხმარებით
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე ზემო მთიან აჭარაში სოფელ ვერნების მცხოვრებლებს შეხვდა