კალაძე ქრთამის ბრალდებით დაკავებულ თანამშრომელზე – გააფრთხილეთ თქვენი თანამშრომლები

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერი კახა კალაძე, მუნიციპალური სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. კალაძის თქმით, მერია უკომპრომისო და პრინციპულია კორუფციასთან ბრძოლის საკითხში.

“მინდა გამოვეხმაურო ცუდ ფაქტს, რომელიც გუშინ მოხდა, რა თქმა უნდა, ეს შედეგი სამწუხაროა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო და ძალიან პრინციპულები კორუფციასთან ბრძოლაში. არავის არ მიეცემა საშუალება კანონს თავი აარიდოს. ეს ასე იყო ყოველთვის და მომავალშიც ასე იქნება. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გააფრთხილეთ თქვენი თანამშრომლები, ეს არის კატეგორიული მოთხოვნა, რომ იყოთ ძალიან ყურადღებით. ყველამ იმოქმედოს კანონის ფარგლებში“, – თქვა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისაკვების გარეშე დარჩენილი მოსახლეობა ოკუპირებულ აფხაზეთში – აქცია საოკუპაციო ხაზთან
შემდეგი სტატიაწულუკიანმა მოადგილედ ზურაბ ადეიშვილის კადრი დანიშნა