კალაძე – პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული კადრები კიდევ ერთხელ დამადასტურებელია იმ სიბინძურისა და უბედურების, რაც 2012 წლამდე ხდებოდა

პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული კადრები კიდევ ერთხელ დამადასტურებელია იმ სიბინძურის და უბედურების, რაც 2012 წლამდე ხდებოდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, 2012 წლის შემდეგ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და ვერავინ, ვერასდროს გაბედავს, რომ პატიმრის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ქონდეს.

„შედარება შეუძლებელია, ყველამ კარგად ვიცით, რა რეალობაში გვიწევდა ცხოვრება, რა რეალობაში უწევდათ დროის გატარება პატიმრებს 2012 წლამდე, როგორი ველური მოპყრობა იყო, როგორი წამება, სადიზმი იყო პატიმრების მიმართ. ეს არაერთხელ გამოიკვეთა და დღევანდელი კადრები კიდევ ერთხელ დამადასტურებელია იმ სიბინძურის და უბედურების, რაც 2012 წლამდე ხდებოდა. ვინ იყო ამ ყველაფრის მთავარი შემოქმედი – მიხეილ სააკაშვილი, მისი გუნდის წევრები, მეგის ქარდავებით, გვარამიებით და ა.შ. ეს უბედურება ხდებოდა ქვეყანაში, საბედნიეროდ, 2012 წლის შემდეგ ყველაფერი ეს წარსულს ჩავაბარეთ და ვერავინ, ვერასდროს გაბედავს, რომ პატიმრის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ქონდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიექიმი – კობახიძეს: “გინდათ ექიმებთან ომი? მიიღებთ! მსოფლიოს სამასხროდ გავხდით ამ ხელისუფლებას”
შემდეგი სტატიაკუჭავამ ელენე ხოშტარიას დაბადების დღე მიულოცა და შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა