კალაძე პრეზიდენტზე – შეიძლება სააკაშვილი შეიწყალოს, მაგრამ არის სხვა საქმეები, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახი კალაძე ამბობს, რომ შესაძლოა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, თუმცა, მისივე თქმით, არის სხვა კონკრეტული საქმეები, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და საგანგაშო არაფერია.

“არ ვიცი, პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თავად პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ, რას ფიქრობს. ერთი რამ მინდა ვთქვა: შეიძლება მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რაც მისთვის პირადად ძალიან მძიმე იქნება ყველანაირი თვალსაზრისით, თუმცა არის სხვა კონკრეტული საქმეები, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება. ამასთან დაკავშირებით არაერთხელ თქმულა პროკურატურის მხრიდან. ასე რომ, საგანგაშო არაფერია. კარგი იქნება, პრეზიდენტს დაუსვათ შეკითხვა და მისგან მოვისმინოთ. ისეთ რადიკალურ განცხადებებს აკეთებს, რაც ჩვეულებრივ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგშია”, – თქვა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის უსაფრთხოების სამსახური პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის საქმიანობას იძიებს
შემდეგი სტატიაჩვენ ახლა ერთიანი ვართ და ევროპელი პარტნიორები მიიღებენ ერთობლივ გზავნილს, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს – სამნიძე