კალაძე – პრემიერის ვიზიტი აშშ-ში მნიშვნელოვანია, რადგან ეს გამოყენებული იქნება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტი და მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს მომავლისთვის იქნება გამოყენებული.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს აღნიშნული თემის კომენტირებისას განუცხადა, ყველა მსგავსი პლატფორმა მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს ხელისუფლებამ პარტნიორებს მიაწოდოს უფრო მეტი ინფორმაცია ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ.

„პრემიერ-მინისტრის ვიზიტი და აღნიშნული შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ასეთი პლატფორმა უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოვაჩინოთ, კიდევ ერთხელ ვისაუბროთ, მივაწოდოთ უფრო მეტი ინფორმაცია იმ პროგრესზე, წინგადადგმულ ნაბიჯებზე, რეფორმებზე, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს. შესაბამისად, მისი ვიზიტი და ის მაღალი დონის შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან ეს ყველაფერი გამოყენებული იქნება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი მომავლისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიხაბეიშვილი სუს-ის ინფორმაციაზე – ეშინიათ, რომ ხალხი საკადრის პასუხს გასცემს? სწორედ ეშინიათ!
შემდეგი სტატიაკალაძე – სტრატეგიული პარტნიორებისადმი ჩვენი თხოვნაა, მეტი ინფორმაცია იყოს წარმოდგენილი საზოგადოების ინფორმირებისთვის