კალაძე – პრემიერის განცხადება ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით სწორი და მნიშვნელოვანია

gulis eleqsiri

დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, 2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეებისა და მერებისთვის ხელფასების გაზრდაზე მნიშვნელოვნად აფასებს.

კალაძის თქმით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტში ხელფასების ზრდის საკითხზე განცხადებას ხვალ გააკეთებს.

„პრემიერის გადაწყვეტილებას რაც შეეხება ამასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან სწორი. ეს გადაწყვეტილება ძალიან დიდი ხნის წინ არის მიღებული. რაც შეეხება დედაქალაქის მუნიციპალიტეტში ხელფასების მატებას სხვადასხვა სამსახურებში, ამასთან დაკავშირებით ხვალ გავაკეთებ განცხადებას“, – განაცხადა კალაძემ.

წინა სტატიაშიეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ ოთარ დანელია დაინიშნა
შემდეგი სტატიაკალაძე – ჩემთვის ნამდვილად არ არის საინტერესო და არ იქნება სწორი, შევაფასო ოპონენტები ან მათი საარჩევნო კამპანია, ეს არ არის ჩემი საქმე