კალაძე: პირველი ოქტომბრიდან დღემდე 2 ათასი ტაქსის მძღოლი დაჯარიმდა

პირველი ოქტომბრიდან დღემდე ნებართვის გარეშე ტაქსაობისთვის და წესების დარღვევისთვის დღემდე 2 ათასამდე ტაქსის მძღოლი დაჯარიმდა – ამის შეხაებ ინფორმაცია დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გაავრცელა.
მისი თქმით, 700 მძღოლი რეფორმის დაწყების დღეს, პირველ ოქტომბერს დაჯარიმდა. თბილისის მერის თქმით, პარლამენტთან შეთანხმებით პირველ ოქტომბერს დაჯარიმებულ მძღოლებს ჯარიმა ერთჯერადი აქტით ჩამოეწერებათ. სხვა დღეებში დაჯარიმებულ მძღოლებზე ჯარიმების ჩამოწერა არ გავრცელდება. კალაძე ამბობს, რომ კანონდამრღვევი მძღოლების დაჯარიმება მომავლშიც გაგრძელდება.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და საპატრულო პოლიციის უფროსს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : საქართველოს მხარდამჭერი აქტი აშშ-საქართველოს ურთიერთობებს მნიშვნელოვნად აძლიერებს
შემდეგი სტატიაბესელიამ პაატა სილაგაძეს ჯალათი, სილაგაძემ კი ბესელიას სუბიექტური უწოდა