კალაძე – პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც პროვოკაციას აწყობს, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია

პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც პროვოკაციას აწყობს, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოში აშშ-ის საელჩოს გუშინდელ განცხადებაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ძალადობრივ, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა გუშინ დმანისსა და რუსთავში“.

„საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მშვიდობიან რეჟიმში, რაც მისასალმებელია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლისს და ეს იყო დმანისში, რაც ძალიან ცუდია. ყველა დამნაშავე, ვისაც წვლილი მიუძღვის, უნდა დაისაჯოს. პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, არჩევნებში მონაწილე იმ სუბიექტებს, ვინც პროვოკაციას აწყობს, ვინც ასევე პროვოკაციაზე წამოეგება. კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, არანაირი გამართლება არ აქვს და ყველა უნდა დაისაჯოს, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი“, – განაცხადა კახა კალაძე.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – კომუნიკაცია მქონდა აშშ-ის საელჩოსთან, წინასაარჩევნოდ რაც ხდება, ნორმალურ გარემოდ ვერ ჩაითვლება
შემდეგი სტატიაგოცირიძე – ყველა ხედავს, რომ არჩევნები ტარდება ტერორის, მოსყიდვის, მუქარის, ზეწოლისა და მოსმენების ფონზე