კალაძე ორშაბათს ირანში მოლაპარაკებებს გამართავს

საქართველოს ვიცე პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის ირანში ვიზიტის დროს განსახილველი საკითხები იქნება ელექტროენერგიის გაცვლა, გაზის თემა და წყლის რესურსების ექსპორტი საქართველოდან ირანში.

ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, აბას თალები-ფარიმ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კალაძე ირანში ვიზიტით ორშაბათს გაემგზავრება.

“ვფიქრობთ, რომ ამ ვიზიტის დროს რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას მოეწერება ხელი,” – აღნიშნა ირანის ელჩმა.

მისივე ინფორმაციით, დაახლოებით 2-3 თვეში ირანში საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა ფედერიკა მოგერინს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
შემდეგი სტატიალევან გაჩეჩილაძე: ასეთი ტელევიზიები ეს არის პატარა ბავშვი დენთის კასრით და ასანთის ღერით ხელში