კალაძე ოპოზიციას – არ ინერვიულოთ, ჩემი თხოვნა იქნება – უნდა შეეგუოთ წაგებას

დაელოდონ ცესკო-ს მონაცემებს. ცოტა ხანი მოუწევთ ლოდინი, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები დედაქალაქში წააგო.

რაც შეეხება „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგების თაობაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, კალაძე ასე პასუხობს: „არ ინერვიულოთ, ჩემი თხოვნა იქნება. ნახეთ, რა მარტივ პასუხს გცემთ, ნუ ხართ გაღიზიანებული, უნდა შეეგუოთ წაგებას. ეს არის ამ ქვეყნის გამარჯვება, ეს არის ამ ქალაქის გამარჯვება. შესაბამისად, თუ არ ენდობით „გორბის“ კვლევას, დაელოდეთ ცოტა ხანი (ცესკოს). ნუ ნერვიულობთ, სულ რამდენიმე საათი მოგიწევთ ლოდინი და გაიგებთ ყველაფერს“, – განუცხადა ჟურნალისტებს კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს წარწერით – “თბილისმა გაიმარჯვა”
შემდეგი სტატიასააკაშვილი – ახლა დათვლაში ხმები უნდა დავიცვათ!